🌿როცა ძველი სიბრძნე თანამედროვე კომფორტს ქმნის
ჩვენი წინაპრები სახლს შემთხვევით ადგილას არასდროს აშენებდნენ. მათ იცოდნენ, სად იყო “კეთილი მიწა”, დღეს ჩვენ ხშირად ვარღვევთ ამ მიდგომებს და დავკარგეთ ეს ინტუიციური კავშირი გარემოსთან.
ვასტუ დიაგნოსტიკა სწორედ ამ კავშირის აღდგენაა. ეს არ არის მისტიკა – ეს არის ზუსტი ანალიზი იმისა, თუ როგორ მოქმედებს თქვენი ბინის, სახლის ან ოფისის გეომეტრია და ორიენტაცია თქვენს ფსიქოლოგიურ სიმშვიდესა და ფინანსურ ზრდაზე.
ჩვენი სრული კონსულტაცია გაძლევთ “ენერგეტიკულ რუკას”, რათა სივრცემ კი არ გამოგფიტოთ, არამედ აგავსოთ – ზუსტად ისე, როგორც ეს ძველ ქართულ არქიტექტურაში იყო გათვლილი.
ვისთვის არის ეს სერვისი?
ეს კონსულტაცია თქვენთვისაა, თუ:
- ეძებთ “ფუძეს”: გსურთ მიწის ნაკვეთის შეძენა და გინდათ დარწმუნდეთ, რომ ის ნაყოფიერი იქნება თქვენი ოჯახისთვის.
- იწყებთ მშენებლობას: გსურთ პროექტი თავიდანვე სწორად დაგეგმოთ, რათა მომავალში კედლების ნგრევა არ მოგიწიოთ.
- გრძნობთ დისკომფორტს: გაქვთ სახლი ან ოფისი, მაგრამ გრძნობთ აუხსნელ დაღლილობას, შფოთვას ან ფინანსურ “გაჟონვას”.
- ბიზნესისთვის: ეძებთ კომერციულ ფართს, სადაც კლიენტი ფეხს ადვილად შემოდგამს და თანამშრომლები პროდუქტიულები იქნებიან.
რას მოიცავს სრული დიაგნოსტიკა?
ჩვენ ვამოწმებთ სივრცის “ჯანმრთელობას” ყველა დონეზე – ნიადაგიდან დაწყებული, ავეჯის განლაგებით დამთავრებული.
ეტაპი 1: მიწის ნაკვეთის ანალიზი (ფუძის შემოწმება) სანამ პირველ ქვას დადებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საძირკველი ჯანსაღია.
- გარემოს სკანირება: ვაფასებთ მთებს, მდინარეებს და გზებს. ვასტუს ენაზე ამას “გზის დარტყმების” (Veedhi Shula) შემოწმება ჰქვია – მარტივად რომ ვთქვათ, ვამოწმებთ, ხომ არ “ეჯახება” აგრესიული ნაკადები თქვენს ნაკვეთს.
- ფორმის და რელიეფის ანალიზი: როგორც ქართულ ოდაში იყო მნიშვნელოვანი მზის მხარე და ზურგის ქარი, ასევე ვასტუშიც – მიწის ქანობი განსაზღვრავს, ენერგია გროვდება თუ გაედინება ნაკვეთიდან.
- ნიადაგის ენერგეტიკა: ვაფასებთ ნიადაგის პოტენციალს – არის თუ არა ის “ცოცხალი” და მზად მშენებლობისთვის.
ეტაპი 2: შენობის დიაგნოსტიკა (სახლი/ოფისი) თუ შენობა უკვე არსებობს, ჩვენ ვეძებთ “ენერგეტიკულ ტრომბებს”, რომლებიც ხელს უშლის ჰარმონიას.
- ვასტუ რუკის შედგენა: თქვენს გეგმარებას ვადებთ ენერგეტიკულ ბადეს (ვასტუ პურუშა მანდალა). ეს ჰგავს რენტგენს, რომელიც აჩვენებს სახლის “ორგანოებს”.
- ელემენტების ბალანსი: ვამოწმებთ, არის თუ არა “ცეცხლი” (სამზარეულო) და “წყალი” (აბაზანა) თავის ადგილზე. მაგალითად, თუ “ცეცხლის ზონაში” წყალია, ეს ხშირად იწვევს ფინანსურ კონფლიქტებს.
-
„დაკარგული „გვირგვინის“ აღდგენა: ჩვენ ვამოწმებთ, რამდენად სუნთქავს თქვენი სახლი. ისევე, როგორც ძველ ქართულ დარბაზში „გვირგვინი“ იყო სინათლისა ცენტრი, თანამედროვე ბინაშიც აუცილებელია „ღია გულის“ პრინციპი.ჩვენ დაგეხმარებით, იპოვოთ და გაათავისუფლოთ ეს საკრალური წერტილი (ბრაჰმასტანი), რათა ოჯახში ურთიერთობები არ „ჩაიხერგოს“ და ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს.“
რას მიიღებთ შედეგად?
ანალიზის შემდეგ თქვენ ხელში გექნებათ დეტალური PDF გზამკვლევი:
- ზუსტი დიაგნოზი: თქვენი სივრცის რუკა, სადაც წითლად იქნება მონიშნული პრობლემური ზონები და მწვანედ – ძლიერი მხარეები.
- პრაქტიკული რეცეპტი:
- მიწის შემთხვევაში: პირდაპირი რჩევა – ღირს თუ არა ყიდვა.
- სახლის (ბინის) შემთხვევაში: კორექციის დეტალური გეგმა. ჩვენი მიზანია, პრობლემები მოვაგვაროთ ნგრევის გარეშე – ფერებით, საგნებით, მცენარეებით და ავეჯის გადაადგილებით.
- სიმშვიდე: ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც დაგიზოგავთ დროს, ნერვებს და ფინანსებს.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ნიმუში
ხშირად დასმული კითხვები
Q: თუ ნახაზი არ მაქვს, როგორ ხდება მუშაობა? A: პრობლემა არ არის. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მოვლენ, თავად აზომავენ სივრცეს და შეადგენენ ზუსტ გეგმას.
Q: შესაძლებელია თუ არა დისტანციური ანალიზი? A: დიახ. აუცილებელია გქონდეთ სივრცის პროექტი. თანამედროვე ტექნოლოგიები (Google Earth, საკადასტრო მონაცემები) გვაძლევს საშუალებას, დისტანციურად დავინახოთ ის, რასაც თვალით ვერ შეამჩნევთ. სიზუსტე გარანტირებულია.
Q: რა ღირს კონსულტაცია? A: ჩვენ გთავაზობთ პირველად, უფასო დისტანციურ გაცნობითი ხასიათის კონსულტაციას (ექსპრეს-ანალიზს), რაც ასევე შეგიძლიათ საიტზე ინტეგრირებულ ჩატში.
- სრული, დეტალური პროექტის ფასი კი 150 ლარიდან იწყება, დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და სირთულეზე.
გაიგეთ, რას “ამბობს” თქვენი სახლი. დაჯავშნე უფასო კონსულტაცია
