ვასტუ შასტრას კონსულტაცია საქართველოში: სივრცის ჰარმონიზაცია და კეთილდღეობა

ეძებთ გზას, რათა გააუმჯობესოთ ენერგეტიკა თქვენს სახლში, ოფისში ან ბიზნეს ობიექტზე? ვასტუ შასტრას კონსულტაცია დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ სივრცის ფარული Dosha-ები (ნაკლოვანებები) და შექმნათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას, წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას.
ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ ვედურ მიდგომას თანამედროვე არქიტექტურასთან სინთეზში. გაეცანით ჩვენს სპეციალიზებულ საკონსულტაციო სერვისებს.
სანამ ფასიან სერვისებით დაინტერესდებით, ჯერ გაერკვიეთ რამდენად აუცილებელია მათი გამოყენება თქვენთვის.
გამოიყენეთ ინტეგრირებული ჩატი მარჯვენა ქვედა კუთხეში, დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები -მიიღებთ ამომწურავ პასუხებს. თუ ჩატმა ვერ დააკმაყოფილა თქვენი ინტერესი, მოგვწერეთ მითითებულ საკონტაქტო აპლიკაციებში.
1. სივრცის ენერგეტიკული დიაგნოსტიკა
სივრცის სწორი ორგანიზება იწყება მისი საფუძვლიანი ანალიზით. დიაგნოსტიკის პროცესში ვიყენებთ კლასიკურ, დროში გამოცდილ ტექნიკებს.
-
ონლაინ ანალიზი (დამკვეთის მიერ მოწოდებული ზუსტი ნახაზით): 50 ₾-დან
-
ობიექტზე ვიზიტი და აზომვითი ნახაზის შედგენა: +100 ₾
პროცესი: ჩვენ ვახდენთ ობიექტის პროექციას 81-უჯრედიან პარამასააიიკა მანდალას (Paramasaayika Mandala) გეგმაზე. 32-pada სისტემით ხდება მთავარი შესასვლელის იდენტიფიცირება და 45 დევატას ენერგეტიკული ველების ღრმა ანალიზი. ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ სივრცის ფუნქციური და ენერგეტიკული შეუსაბამობები (Vastu Dosha).
2. სივრცის კორექცია და ჰარმონიზაცია
თუ დიაგნოსტიკამ Dosha-ები (ხარვეზები) გამოავლინა, აუცილებელია მათი კორექცია, რათა ენერგია (Prana) თავისუფლად გაედინოს სივრცეში.
-
კომპლექსური პაკეტი (მოიცავს სრულ დიაგნოსტიკას): 250 ₾-დან
-
ობიექტზე ვიზიტი და აზომვითი ნახაზის შედგენა: +100 ₾
პროცესი: ჩვენ გთავაზობთ არაკონსტრუქციულ ჩარევას – სიტუაციის გამოსწორებას კედლების ნგრევის გარეშე. პროცესი მოიცავს ხუთი ელემენტის (Pancha Bhuta) დაბალანსებას, Tattva ფილტრაციას (ფერებითა და სპეციფიკური მასალებით), სიმბოლური ობიექტების (სპილენძი, თითბერი, ბუნებრივი ქვები) განთავსებას და ოთახების ფუნქციური დანიშნულების (აქტივობების) სწორ გადანაწილებას.
3. ბიზნეს ასტრო-ვასტუ (Business Astro-Vastu)
კომერციული წარმატებისთვის მხოლოდ შენობის ენერგეტიკა არ კმარა, მნიშვნელოვანია ის სინქრონში იყოს მფლობელის პირად რითმებთან.
-
კომპლექსური პაკეტი: 250 ₾-დან
-
ობიექტზე ვიზიტი და აზომვითი ნახაზის შედგენა: +100 ₾
პროცესი: ეს არის ვასტუსა და ვედური ასტროლოგიის (ჯიოტიშის) უნიკალური სინთეზი კომერციული ობიექტებისთვის. ჩვენ ვახდენთ აქტიური სამუშაო სივრცის (იან ენერგიის) ორგანიზებას კლიენტების მოსაზიდად და მაქსიმალური კომერციული მოგების უზრუნველსაყოფად. ასევე ხდება მფლობელის ფსიქიკური რიცხვისა (Moolank) და მმართველი პლანეტის ენერგიის სინქრონიზაცია ბიზნეს-გარემოსთან.
4. ვასტუ არქიტექტურული გეგმარება და 3D ვიზუალიზაცია
ყველაზე ეფექტური მიდგომა ვასტუს პრინციპების დაცვა მშენებლობის დაწყებამდეა.
-
ღირებულება: 1 კვ.მ — 10$-დან
პროცესი: ახალი საცხოვრებელი ან კომერციული სივრცის დაპროექტება ვიშვაკარმა პრაკაშას (Vishwakarma Prakash) კლასიკური კანონების დაცვით. პროექტი მოიცავს ოთახების, შესასვლელებისა და ავეჯის პოზიციონირებას ზონების შესაბამისად, რასაც თან ახლავს თანამედროვე 3D ვიზუალიზაცია.
ღირებულების ფორმირება: ინვესტიცია და არა ხარჯი
პროფესიონალური ვასტუ-პროექტირება და კორექცია პირდაპირი ინვესტიციაა თქვენს კეთილდღეობაში. სწორი გეგმარება სამომავლოდ გამორიცხავს როგორც ენერგეტიკულ, ისე ფინანსურ დანაკარგებს და გიზოგავთ რესურსებს უშუალოდ მშენებლობისა თუ რემონტის პროცესში.
საბოლოო ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია:
-
ობიექტის მასშტაბზე და ფართობზე
-
რელიეფის სირთულესა და გეომეტრიულ ფორმაზე
-
დამკვეთის სპეციფიკურ მოთხოვნებზე
ზუსტი ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება პირველადი უფასო გასაუბრების საფუძველზე, სადაც დეტალურად განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს და ობიექტის პირველად მონაცემებს.
