ორიენტაციის მნიშვნელობა არქიტექტურაში

ვასტუ და ორიენტაცია

ორიენტაციის მნიშვნელობა არქიტექტურაში: ვასტუს პრინციპები 🌞

სწორი მიმართულება – ჰარმონიის გასაღები

ვედური არქიტექტურა და დიზაინი, ვასტუ შასტრას მიხედვით, მხოლოდ სილამაზეზე ზრუნვა არ არის, არამედ სივრცის მოწყობაა ბუნებრივი ერნერგიების შესაბამისად. კარდინალურ მიმართულებებს (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) კონკრეტული ენერგეტიკული თვისებები აქვს, რაც ჩვენს კეთილდღეობაზე პირდაპირ მოქმედებს.

მიმართულებების ენერგეტიკა:

  • აღმოსავლეთი ☀️: მზის ამოსვლის მხარე. მას მზე მართავს და პოზიტიური ენერგიის წყაროა. ეს მიმართულება აძლიერებს სიცოცხლისუნარიანობას, აზროვნების სიცხადეს და კრეატიულობას.
  • დასავლეთი 🌇: მზის ჩასვლის მხარე, რომელსაც სატურნი მართავს. ეს მიმართულება ხელს უწყობს სტაბილურობას, სიმდიდრის დაგროვებას და წარმატებას.
  • ჩრდილოეთი 🧭: სასიცოცხლო ენერგიის (პრანა) შემოსვლის მხარე. მერკურის მიმართულება, რომელიც სულიერი ზრდისა და განვითარების ენერგიებს ატარებს. იდეალურია ოფისის ან სასწავლო სივრცისთვის.
  • სამხრეთი 🔻: მარსის მიმართულება. ის ატარებს ძალისა და დაცვის ენერგიას. ეს მხარე უზრუნველყოფს სტაბილურობას და იდეალურია საძინებლისა თუ დასასვენებელი ზონებისთვის.

როგორ მოქმედებს სწორი ორიენტაცია ტვინსა და სხეულზე?

ადამიანის ტვინი ბუნებრივად რეაგირებს მიმართულებებზე. ვასტუს პრინციპების თანახმად, აღმოსავლეთისკენ მიმართულ სივრცეში ტვინის ნეირონების აქტივობა ყველაზე ჰარმონიულია. სწორედ ამიტომ, სამუშაო მაგიდის ან სამუშაო სივრცის სწორად ორიენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე საძინებლის სწორად მოწყობა და საწოლის მიმართულება.

არასწორად ორიენტირებული გარემო იწვევს:

  • ენერგიის დაკარგვას და დაღლილობას
  • გონების დაბნეულობას და უძილობას
  • ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შემცირებას

ბუნებასთან ჰარმონია

ვასტუ არქიტექტურა გვასწავლის, როგორ მოვაწყოთ სახლი ისე, რომ:

  • მივიღოთ მაქსიმალური სასიცოცხლო ენერგია (პრანა).
  • დავიცვათ ტვინის და სხეულის ბუნებრივი ბალანსი.
  • გამოვიყენოთ ბუნებრივი ენერგიების ნაკადი ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

🔑 გახსოვდეთ: სახლის სწორი ორიენტაცია დაგეხმარებათ შექმნათ სივრცე, რომელიც იქნება ჰარმონიის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის წყარო.

Similar Posts

  • აღმოსავლეთის მიმართულება

    აღმოსავლეთი: თქვენი სახლის „ბიოლოგიური მაღვიძარა“ რატომ ითვლება აღმოსავლეთი მთავარ მიმართულებად? პასუხი არა მისტიკაში, არამედ ბიოლოგიაშია. დედამიწა ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთი არის მხარე, რომელიც პირველი ხვდება მზეს – ჩვენი პლანეტის ენერგიის მთავარ წყაროს. ვასტუ შასტრა აღმოსავლეთს „მეფურ“ მიმართულებას უწოდებს, თუმცა თანამედროვე ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს არის ჯანმრთელობისა და სოციალური აქტივობის ზონა. მითოლოგიიდან მეცნიერებამდე:…

  • გარემოს მოქმედება კრეატიულობაზე

    გარემოს მოქმედება კრეატიულობაზე: მეცნიერება და ვასტუ 🌿 კვლევამ აჩვენა, რომ ვასტუს პრინციპებით აშენებული შენობები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კრეატიულობასა და სოციალურ ურთიერთობებს. 🌱 რა გვიჩვენა კვლევამ? ერთ-ერთმა არქიტექტურულმა ფირმამ, რომლის საქმიანობა დიდად არის დამოკიდებული თანამშრომლების კრეატიულობაზე, საკუთარი ოფისი ვასტუს პრინციპებით აშენებულ ახალ შენობაში გადაიტანა. გადასვლის შემდეგ, ჩატარებული ტესტების შედეგები გასაოცარი იყო. შედეგები: ✅ თანამშრომლებმა კრეატიულობის ტესტზე უკეთესი…

  • როგორ შევარჩიოთ და მოვაწყოთ ოფისი

    როგორ შევარჩიოთ და მოვაწყოთ ოფისი ვასტუს მიხედვით? 🏢 თქვენი ოფისი მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის. ის თქვენი კომპანიის წარმატებისა და თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამსახველი ენერგეტიკული სივრცეა. ვასტუს მიხედვით, სწორად შერჩეული და მოწყობილი ოფისი ხელს უწყობს ფინანსურ ზრდას, ჰარმონიასა და კეთილდღეობას. ოფისის ადგილის შერჩევა ვასტუს პრინციპები გვასწავლის, რომ ოფისის ადგილის ფორმა და მდებარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგეტიკულ…

  • არქიტექტურა, როგორც გადაპროგრამება

     რას ეძებდნენ ბრიტანელები ინდოეთის ტაძრებში? XIX საუკუნეში ბრიტანეთის იმპერია ინდოეთს მხოლოდ ტერიტორიულად როდი იპყრობდა – ის, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის სტრუქტურულ „კოდირებას“ ცდილობდა. 1861 წელს ალექსანდერ კანინგემის თაოსნობით დაარსებული ინდოეთის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის (ASI) არქივებში დღემდეა შემონახული ათასობით ტოპოგრაფიული ესკიზი. ინჟინრები განსაკუთრებული სიზუსტით აღრიცხავდნენ ძველი ინდუისტური ტაძრების ყოველ კუთხეს, პროპორციასა თუ ორიენტაციას, თუმცა მალე ერთგვარ ანომალიას…

  • |

    გლობალური ჰარმონია

      „პეპლის ეფექტი“ ინტერიერში: როგორ ცვლის ერთი სახლი მთელ უბანს? შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენმა პირადმა სიმშვიდემ გავლენა მოახდინოს ქალაქის რიტმზე?   ვასტუ შასტრას ფილოსოფია გვთავაზობს საინტერესო სოციალურ მოდელს, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში „კრიტიკული მასის“ ან „პეპლის ეფექტს“ უწოდებენ. იდეა მარტივია: საზოგადოების ჯანსაღი ცვლილება იწყება არა გლობალური რეფორმებით, არამედ ინდივიდუალური სიმშვიდით,. ჩვენს კულტურაში ამას „კარგი მეზობლის“…

  • არასასურველი ფერები

    არასასურველი ფერები საძინებელში ვასტუს მიხედვით 🎨 თქვენი საძინებელი განტვირთვისა და სიმშვიდის ადგილი უნდა იყოს. ვასტუ შასტრას მიხედვით, ფერები ამ ენერგეტიკულ ბალანსზე პირდაპირ მოქმედებს. მოდით, ვნახოთ, რომელი ფერები არ არის რეკომენდებული ამ სივრცისთვის. მუქი და ინტენსიური ფერები ვასტუს მიხედვით, მუქი ფერები, როგორიცაა ღრმა წითელი, შავი და მუქი ყავისფერი, ენერგიას შთანთქავენ და ქმნიან მძიმე, დახშულ ატმოსფეროს. მათ…