ჩვენ შესახებ: უძველესი სიბრძნე, პრაქტიკული გამოცდილება
სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ ან ვისვენებთ, უშუალოდ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, პროდუქტიულობასა და შინაგან სიმშვიდეზე.
ჩვენი მისიაა, ვასტუ შასტრას უძველესი ცოდნის მოდერნიზაცია და პრაქტიკაში განხორციელება საქართველოში.
ჩვენი მეთოდი: ვასტუ, დიზაინი და პრაქტიკა
ვასტუ არ არის მხოლოდ ეზოთერული თეორია; ეს არის სივრცის მოწყობის პრაქტიკული, არქიტექტურული მეცნიერება. ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებაშია.
სანამ ვასტუს პრინციპების სიღრმისეულ შესწავლას დავიწყებდით, ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ფიზიკურ სივრცეებთან:
-
ვმართავდით ავეჯის პროექტებს და დამზადების საამქროს;
-
ვქმნიდით კომპლექსურ კონსტრუქციულ ნახაზებსა და დიზაინს;
-
ვმუშაობდით ინტერიერის გეგმარებაზე და 3D ვიზუალიზაციაზე;
-
გვაქვს რემონტის ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება, სადაც ჩვენი ნახაზები რეალურ პროექტებად რეალიზდება.
ჩვენ ვიცით, როგორ გარდაიქმნება იდეა და ნახაზი რეალურ, ფიზიკურ შედეგად.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მეთოდი აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს:
-
უძველეს სიბრძნეს (ვასტუ): ვიყენებთ ვასტუს პრინციპებს ენერგეტიკული დისბალანსის აღმოსაჩენად და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.
-
პრაქტიკულ განხორციელებას ინტერიერის გეგმარება, დიზაინი (3D ვიზუალიზაცია): ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ აბსტრაქტულ ენერგიებზე. ჩვენ ვქმნით თქვენი სივრცის ზუსტ 3D მოდელს, სადაც თქვენ რეალურად დაინახავთ ცვლილებებს მათ განხორციელებამდე.
ეს დაგეხმარებათ მიიღოთ არა მხოლოდ სულიერი სიმშვიდე, არამედ პრაქტიკული, ფუნქციონალური და ესთეტიურად დახვეწილი ინტერიერი.
რატომ ვასტუ? რატომ ახლა?
თანამედროვე ცხოვრების ქაოსში ადამიანები თანდათან უბრუნდებიან ბუნებას, სიმშვიდესა და სიღრმისეულ ჰარმონიას. ვასტუ შასტრა არ არის უბრალოდ აღმოსავლური რწმენა – ეს არის სივრცისა და ცნობიერების ერთიანი სისტემა, რომელიც ეხმარება ადამიანს იყოს უფრო დაცული, თავდაჯერებული და დაბალანსებული.
არქიტექტურა არა მხოლოდ კედლების აგებაა – არამედ ცხოვრების ფორმატია.
და ჩვენ, სწორედ ამ ფორმატს გთავაზობთ – ცნობიერად არჩეულს, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულს და ბუნებასთან შერწყმულს.
დაინტერესებული ხართ ვასტუს მეცნიერული კვლევებით? იხილეთ აქ
